კონსტიტუციური სარჩელი მზად არის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო ჯგუფების ერთობლივი მოთხოვნა, სამი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას ეხება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კონსტიტუციური სარჩელი მზად არის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო ჯგუფების ერთობლივი მოთხოვნა, სამი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას ეხება.
ესენია: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.
აკრძალვის მოთხოვნის მიღმა დარჩნენ ასაკრძალთა მოკავშირე მცირე პოლიტიკური ჯგუფები. სწორედ იმ არგუმენტით, რომ ნეგატიური მიზნების გარდა, მათ ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვთ.
სარჩელის სამართლებრივი დასაბუთება და დეტალები, საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა.
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ „ქრონიკის“ სიუჟეტში.