შერმადინის ორმაგი დუბლი - ტენერიფე უდანაკარგოა
ემპიონთა ლიგის მესამე ტურში, გიორგი შერმადინის ტენერიფე თურქეთში ტოფასს ესტუმრა და 81:64 გაიმარჯვა.
ესპანელებმა მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 20:16, ხოლო ტაიმი 40:28 მოიგეს. მესამე მეოთხედში თამაში დაიძაბა და სხვაობა 2-ქულამდე შემცირა, თუმცა სტუმრებმა ბოლო პერიოდი 25:13 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს.
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა კი მორიგი ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. შერმომ 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.