განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდებულ ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ გამოაცხადა.
დაცვის მხარე 400-ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო.
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი 23 ოქტომბერს დააკავეს.