ნეიმარი კარიერის გაგრძელების 2 ვარიანტს განიხილავს

ოქტ 29, 2025 - 01:13
ოქტ 29, 2025 - 01:29
 2
ნეიმარი კარიერის გაგრძელების 2 ვარიანტს განიხილავს

ნეიმარის მომავალი კვლავ ბუნდოვანია. ფეხბურთელს ევროპაში დაბრუნება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში ყოფნა სურს, თუმცა ევროპიდან რეალური წინადადება ჯერ არ ჩანს. 

Diario Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი კარიერის გაგრძელების 2 ვარიანტს განიხილავს. 1 სანტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა, მეორე კი MLS-ის კლუბში თამაში. არც ის არის გამორიცხული, 33 წლის ფეხბურთელმა ინტერ მაიამის მაისურა მოირგოს და კვლავ მესი - ნეიმარი - სუარესის ტრიო ვიხილოთ.

ნეიმარმა ტრავმის გამო ბოლოს 14 სექტემბერს ითამაშა. მას სანტოსთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება. ბრაზილიელმა ამ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.