იუვენტუსმა ტუდორი გაათავისუფლა

ოქტ 29, 2025 - 01:22
 5
იუვენტუსმა ტუდორი გაათავისუფლა

გორ ტუდორი ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკონერიმ იგი დაითხოვა.

როგორც ჩანს, ლაციოსთან 0:1 მარცხმა ტურინელთა ბოსების მოთმინების ფიალა აავსო და მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტეს. ჯერ უცნობია ვინ შეცვლის ტუდორს. 

ხორვატმა სპეციალისტმა იტალიური გრანდი წელს მარტში ჩაიბარა. მისი თაოსნობით, იუვენტუსმა წინა სეზონი სერია ა-ში მე-4 ადგილზე დაასრულა. 

იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატში 12 ქულით მე-8 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი 2 ქულით 25-ე პოზიციას იკავებს.